საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, ჯერ ცნობილი არ არის, თუ როდის გაიხსნება რიკოთის უღელტეხილი. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რიკოთზე, გზასთან ჩამოწოლილი მეწყერის შესწავლა მიმდინარეობს, და დაახლოებით კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ როდის გახდება შესაძლებელი საავტომობილო გზის გახსნა.
„30 მარტს, რიკოთის მონაკვეთზე შევწყვიტეთ მოძრაობა და გადავრთეთ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე, აღნიშნული გარემოება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით, რადგან თოვლის დნობის გამო, სავალ გზასთან ახლოს მეწყრული პროცესები განვითარდა. დაკვირვების შედეგად, ბზარებმა დაიწყო მომატება, სპეციალისტების რეკომენდაციით გადავწყვიტეთ, რომ შეგვეწყვიტა მოძრობა. დღეს ადგილზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, დაწყებულია გეოლოგიური კვლევები, სპეციალისტები სწავლობენ და პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. ამის შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ, თუ როდის შეგვეძლება საავტომობილო გზის გახსნა“, - განაცხადა წერეთელმა.
კითხვაზე, რამდენად იყო ჩატარებული შესაბამისი კვლევები, იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ მომხდარიყო, წერეთელი ამბობს, რომ რიკოთის გზის მხოლოდ პირველ მონაკვეთზე 170 კვლევაა ჩატარებული და საუბარი იმის შესახებ, რომ საკმარისი კვლევები არ ჩატარდა, მიუღებელია.
გიორგი წერეთელმა ბრიფინგზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით გადაადგილების შეფერხების მიზეზებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან მონაკვეთს, რომელზეც ამჟამად გადართულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ ეტაპზე 109 კმ-იანი გზის მხოლოდ და მხოლოდ 6 კმ-ზე მიმდინარეობს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კონკრეტულად, ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ ამ 6 კმ-იან მონაკვეთზე. ამ დისკომფორტისთვის, საავტომობილო გზების დეპარატამენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს მოსახლეობას, მგზავრებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს“ - განაცხადა გიორგი წერეთელმა.
ინფორმაციისთვის, 30 მარტიდან, რიკოთის ნაცვლად მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით ხორციელდება.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება. მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი