27.სექტემბერი .2020 21:58

როდის დასრულდება დედაენის ბაღისა და 9 მარტის პარკების რეაბილიტაცია

views 374
უკან

თბილისში დედაენის ბაღსა და 9 მარტის პარკებში სამუშაოების ძირითადი ნაწილი ოქტომებერში დასრულდება. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ განუცხადა. პარკების რეაბილიტაციის დასრულება პანდემიის გამო გადავადდა. აგვისტოში ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების თანახმად პროექტი ნაცვლად 27 აგვისტოსა 15 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

“ოქტომბრისთვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული იქნება, თუმცა ფონდი ვიტოვებთ დაახლოებით 1 თვიან ვადას, როდესაც საბოლოო რევიზია უნდა მოხდეს. სამუშაო ხშირად კი არის შესრულებული თუმცა, სამშენებლო პროცესში სულ ხდება რომ არის ხარვეზები და ეს ხარვეზები რომ სრულად გამოსწორდეს ამისთვის ვიტოვებთ ვადას. შესაბამისად ოქტომბერში თითქმის სრული ნაწილი პროექტის დასრულებული იქნება, გარდა სამხატვრო პავილიონისა, რომელიც პროექტში მოგვიანებით დაემატა. წლის ბოლომდე ფონდი სრულად გამოსული იქნება პროექტიდან.”-ამბობს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე.

ტოგონიძის განმარტებით, პროექტის დასრულების გადავადებაზე გავლენა სამშენებლო მასალების მოწოდების შეფერხებამაც მოახდინა. მისი თქმით, პარკის რეაბილიტაციისთვის მასალების იმპორტი განხორციელდა. 

“ასევე პრობლემა შეგვექმნა მასალების მოძიებაზე და მოწოდებააზე. იმიტომ რომ გაკრვეული მასალები იიყო იმპორტირებული და ის ხაზები დაიკეტა, შესაბამისად, გადავეწყვეთ სხვა მასალებზე. “-აცხადებს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე.

შეგახსენებთ, დედაენისა და 9 მარტის ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მისი დასრულება კი ხელშეკრულებით 2020 წლის აგვისტოს ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების თანახმად დასრულების ვადამ 15 ოქტომბრამდე გადაიწია. დედაენის, 9 მარტის ბაღებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის II ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები 17.5 მილიონი ლარი ჯდება.