„შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, ვალდებულება გვაქვს, რომ 2020 წლიდან შრომის ინსპექცია ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს,“ - ამის შესახებ BM.GE-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.
ფერაძის განმარტებითვე, დღეის მდგომარეობით, ინსპექტორთა რაოდენობა 40 საშტატო ერთეულით არის განსაზღვრული, თუმცა 2020 წლიდან, როცა შრომის ინსპექცია ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, ინსპექტორების რიცხვიც გაიზრდება.
„ჯამში, დაგეგმილი გვაქვს, რომ ინსპექტორთა რაოდენობა 100 საშტატო ერთეულით იქნება განსაზღვრული. ინსპექტირებას ერთ ობიექტზე მინიმუმ ორი პირი განახორციელებს. ჩვენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ და მომზადების ეტაპზე ვართ იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტებით მოხდეს კადრების დატრენინგება, გადამზადება და სექტორული გადანაწილება. პროცესი დაწყებულია და მომზადებულია სსიპ-ად ჩამოყალიბების კანონპროექტიც, რომლის განხილვა ბიზნესთან და პროფკავშირებთან ერთად უკვე დაწყებულია; შემდგომ ის პარლამენტს წარედგინება", - განაცხადა ფერაძემ და დასძინა, რომ შრომის ინსპექციის სსიპ-ად ჩამოყალიბების კანონპროექტის თანახმად, ასევე, დაგეგმილია რეგიონალური წარმომადგენლობების შექმნა.
„თბილისიდან აღმოსავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი დაიფარება, ხოლო რეგიონალური წარმომადგენლობები ცენტრალური სააგენტოს ქოლგის ქვეშ იქნება", - აღნიშნა ფერაძემ.
ცნობისთვის: 1 სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის ფარგლებში, ჯამში 20-მდე კომპანია შემოწმდა, საიდანაც 4 კომპანიაზე საქმიანობის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა, ხოლო 16 კომპანიამ წერილობითი გაფრთხილება მიიღო. ამის შესახებ BM.GE-ს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა. როგორც ფერაძე აღნიშნავს, შემოწმებული 20 კომპანია ძირითადად სამშენებლო სექტორს წარმოადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას