მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიმართება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების II რაუნდი?

621e854a9c293
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.22 00:38
959
უკრაინის პრეზიდენტი თვლის, იმისთვის რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, რუსეთმა უკრაინული ქალაქების დაბომბვა უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ Reuters-თან და CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთთან პირველი შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან ეს მშვიდობისთვის მზაობის გამომხატველი იქნებოდა.

„თუ ეს მზაობა არ არის, მოლაპარაკება დროის ფუჭი ხარჯვაა. მნიშვნელოვანია შეჩერდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, უბრალოდ შეწყდეს და ამის შემდეგ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

CNN-ის კითხვაზე: მისი აზრით, არის თუ არა რუსეთი მშვიდობისთვის მზად, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უპასუხა: „ვნახოთ“.

ცნობისთვის, დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა ხვალ - 2 მარტს იგეგმებოდა.