მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ბიზნესმენი ევგენი ჩიჩვარკინი ქართულ ღვინოს?

6314fa9f9b6cd
BM.GE
04.09.22 23:58
2506
ლეჩხუმის მიკროზონიდან დაკრეფილი ყურძნიდან, წყალტუბოში დაწურული "ხომლის მარნის" ღვინო ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან არსებულ ერთ-ერთ ცნობილ ბუტიკ Hedonism Wine-ში იყიდება. მარნის დამფუძნებლის თამაზ ომანაძის თქმით, მისი ღვინო თავად მაღაზიის სომელიებმა შეაფასეს და უსახელაურის 1 ბოთლს 900 ფუნტი დაედო ფასად ღვინოს მაღაზიაში და საიტზე, ხოლო ცოლიკაური 500 ფუნტი ღირს. ქართული ღვინის ექსპორტის წარმატებულ გზაზე წყალტუბოდან ლონდონში BM.GE ჯერ კიდევ წლის დასაწყისში წერდა. დღეისთვის კი ღვინის ბუტიკის Hedonism Wine-ს მფლობელმა და ბიზნესმენმა ევგენი ჩიჩვარკინმა მაღაზიაში ღვინის გაყიდვის თავისებურებებზე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც გაირკვა ქართული ძვირადღირებული ღვინის Hedonism Wine-ში რეალიზების შესახებ ბიზნესმენმა სწორედ ინტერვიუს დროს შეიტყო და თავისი გაკვირვებაც გამოხატა. მან მაღაზიაში ღვინის რეალიზების თავისებურებებსა და მიდგომებზე ისაუბრა:

- გარდა ფორბსის რედაქტორობისა, მიმყავს გადაცემა „საქმიანი დილა“, სადაც ეთერში სტუმრად ერთ-ერთი ყველაზე აკურატული მეღვინე კომპანია „ხომლის მარნის“ წარმომადგენელი და შემდეგ ასევე საერთაშორისო კომპანია გვყვავდა, რომელსაც თქვენამდე ქართული ღვინო მოაქვს. როგორც მათ მითხრეს, ორი ქართული ღვინის სახეობაა - ცოლიკოური და უსახელოური, ამ დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოებია. ცოლიკოურის ერთი ბოთლის ღირებულება 555 ფუნტია..

- მართლაა?

- დიახ, ეს თქვენთან (Hedonism Wine-ში) ხდება.

- გეფიცებით, არ ვიცოდი.

- პირდაპირ თქვენი მაღაზიიდან მაქვს ცნობები.

- 550 ფუნტად?

- 555 ფუნტად. ხოლო მეორე, წითელი - უსახელოური 999 ფუნტი ღირს.

- გასაგიჟებელია. როგორც ჩანს, რაღაც გამოვტოვე. ზოგადად, ჩვენთან საკომისიო სისტემაა. თანამშრომლები თითოეული გაყიდული პროდუქციიდან იღებენ საკომისიოს. ეს გვეხმარება, რომ ყოველ წუთას არ გვიწევდეს მათთვის მოწოდება, კლიენტს მოემსახურონ და პროდუქცია გაყიდონ. როგორც ჩანს, რაღაც გამომრჩა და ამას ყურადღებას მივაქცევ. მადლობა, რომ მითხარით.


ბიზნესმენმა ისიც აღნიშნა, რომ თავად უპირატესობას თეთრ, ექსპერიმენტების გარეშე დაყენებულ მშრალ ღვინოს ანიჭებს.

„მიყვარს ქართული ყურძნისგან დაყენებული ღვინო, ევროპული მეთოდოლოგიით. ჩვენ მას საქართველოში ყოფნისას ყოველდღიურად მივირთმევთ“, - თქვა ბიზნესმენმა.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესმენი ლონდონში ღვინის ბუტიკის გარდა რამდენიმე ბიზნესს მართავს.

„მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი „ჰაიდი“, რომელიც „ჰედონიზმიდან“ 700 მეტრშია. რესტორნიდან 300 მეტრში გვაქვს კაფე და ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ფრანჩიზას რიადთან, საუდის არაბეთთან. ასევე გვაქვს პატარა პაბიც, რომელიც ჩემმა მეგობარმა მოაწყო და ის რესტორნიდან 100 მეტრში მდებარეობს. ყველაფერი ეს მეიფერის კვარტალშია, ფულთან ახლოს“, - აღნიშნავს ინტერვიუში ევგენი ჩიჩვარკინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები