მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა LSE-ზე ქართულმა კომპანიებმა

5e2b2470f03f9
ლევან თაღიაშვილი
24.01.20 21:01
836
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, ოთხივე მათგანის აქციების ფასი გაუფასურდა. BGEO - 4.62%-ით, CGEO - 4.36%-ით, GHG - 2.34%-ით, TBCG კი 1.42%-ით.


გასული 1 კვირის განმავლობაში „საქართველოს ბანკის“ 242 ათასი აქცია გასხვისდა 3.7 მილიონ ფუნტად, „Georgia Capital”-ის 233 ათასი ფასიანი ქაღალდი 1.9 მილიონად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 315 ათასი 408 ათას ფუნტად და „თიბისი ბანკის“ 108 ათასი 1.35 მილიონად.


ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია LSE-ზე კვლავ „საქართველოს ბანკია“ 741 მილიონი ფუნტ სტერლინგით, შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“ 690 მილიონით, „Georgia Capital” 326 მილიონით და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 164 მილიონით.


1 წლის ჭრილში ოთხივე მათგანის ფასი გაუფასურებულია, ყველაზე მეტად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 44.44%-ით, ყველაზე ნაკლებად კი „საქართველოს ბანკის“ 7.22%-ით.