მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადაეწყო დისტანციურ სწავლაზე BTU? - გამოწვევები და შესაძლებლობები

63569800890eb
ნინი ლონგურაშვილი
24.10.22 20:25
587
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიებში განახლდა, გასულმა ორმა პანდემიურმა წელმა საგანმანათლებლო დაწესებულებების დისტანციურ სწავლებაზე გადაწყობის საჭიროება დააყენა.

როგორ გადაეწყო ერთ-ერთი ტექნოლოგიური ინსტიტუცია (BTU) დისტანციურ სწავლებაზე და რა გამოწვევების დაძლევა მოუწიათ - ამ კითხვაზე “ბიზნესის კონცეპტის” რუბრიკაში ნინო ენუქიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორმა ისაუბრა.

მისი თქმით, BTU-სთვის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მარტივად მოხდა, რადგან ყველა ის ტექნოლოგია და რესურსი, რაც სწრაფი ინტეგრირებისთვის საჭირო იყო ადგილზე ჰქონდათ.

“დღეს საბედნიეროდ სწავლა აუდიტორიებში გრძელდება თუმცა განათლების სისტემამ საკმაოდ რთული 2 წელი გაიარა. კომუნიკაცია მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტებთან გვქონდა, ვისი ქსელის წევრებიც ვართ, ეს არის ჰარვარდის უნივერსიტეტი და “ემაითი”. როდესაც სწავლა და ადმინისტრაციული რესურსი ონლაინ გადაწყობას ეხებოდა, მათი გამოცდილება დიდად განსხვავებული ჩვენი გამოცდილებისგან არ იყო.

ჩვენ ინოვაციებზე ორიენტირებული და კონცენტრირებული ინსტიტუცია ვართ და ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც ინოვაციური პროცესების დანერგვაში გვეხმარება ჩვენთან ადგილზეა, შესაბამისად, ჩვენმა აკადემიურმა გუნდმა მოახერხა და რამდენიმე დღეში სალექციო პროცესის 100% უკვე ონლაინ სწავლებაზე იყო გადაწყობილი,“ - ამბობს ნინო ენუქიძე.