მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ციფრული ლექტორი შევქმენით - BTU-ს სიახლეები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი გადაცემა „ქალების ნარატივში“ უნივერსიტეტის მიმდინარე სიახლეებსა და გეგმებზე საუბრობს.

როგორც ნინო ენუქიძე BMGTV-ის ეთერში აღნიშნავს, უნივერსიტეტისთვის მიმდინარე სასწავლო წელი რეკორდულია, რადგან BTU-ში ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.

მისივე თქმით, უნივერსიტეტს არაერთი პროექტი აქვს დაგეგმილი, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით.

"აღსანიშნავია ისიც, რასაც ხელოვნური  ინტელექტის მიმართულებით ვაკეთებთ, ეს მოიცავს AI წიგნების სერიას. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით,  ციფრული ლექტორი შევქმენით, რომელიც სტუდენტების ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებულ მასალას შეიმუშავებს, ეს არის მულტიმედია მასალა და სხვა მრავალი რამ.

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საბაკალავრო პროგრამაზეც ვმუშაობთ, 2024 წელს ამ პროგრამით პირველ ნაკადს  მივიღებთ“, - ამბობს BTU-ს რექტორი ნინო ენუქიძე.

მისი თქმით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს 100-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი გვაქვს დაგეგმილი.

"უნივერსიტეტისთვის რეკორდული წელი იყო, საქართველოში მცხოვრები აბიტურიენტიდან ჩვენთან ჩარიცხვის მსურველი დაახლოებით 10 000-ს მიაღწია. გამოცხადებული 1100 ადგილი სრულად შეივსო", - აღნიშნა BTU-ს რექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები