„დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნამდვილად არ იძლევა შეშფოთებისა და განგაშის საბაბს“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა შორენა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური გახდა სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსები, რაც ყოველწლიური, ბუნებრივი მოვლენაა. ინფექციონისტის თქმით, რინოვირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი და რესპირატორულ-სინციტიური სეზონური ვირუსები COVID-19-ის დროს არსებული რეგულაციების პირობებში მივიწყებული იყო, ახლა კი ისევ გააქტიურდნენ.
„ტემპერატურა, მათ შორის მაღალი, თავისა და გელის ტკივილი, მშრალი ყველა, ცხვირიდან გამონადენი და ძლიერი ზოგადი სისუსტე - ეს ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებია. მისი მსუბუქი და საშუალო სახეობები, მკურნალობის თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებულ ჩარევას ნამდვილად არ საჭიროებებს. ამ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, ასაკისა და დოზების შესაბამისად“, -ამბობს შორენა კიწმარიშვილი.
ინფექციონისტის თქმით, ვირუსული ინფექციების მართვა, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, ბინაზე მკურნალობით.
„ამ ეტაპზე, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება და შესაძლებელია, ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით, ბინაზე გაგრძელდეს მკურნალობა. თუმცა, სიფრთხილე ნამდვილად უნდა გამოვიჩინოთ, მაგალითად, 0-დან 2 წლამდე ბავშვებში - უფრო მეტად რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ცირკულირებს, მისი გართულება კი ხშირია, პნევმონიის სახით. ამიტომ, მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, რომ ბავშვი ბინაზე იმართოს და ჰოსპიტალიზაციას, როგორც დიდების შემთხვევაში, მხოლოდ საჭიროებისას მიმართონ," - განაცხადა ინფექციონისტმა.
მისივე თქმით, ხშირი მიმართვიანობის მიუხედავად, განგაშის საფუძველი არ არსებობს, თავად სეზონური ვირუსების ცირკულირება კი, 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ინფექციონისტი ამბობს, რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია სახლში დარჩენა. რაც შეეხება პრევენციას, ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო გზა ჰიგიენური ნორმების, ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა, ხალხმრავლობაში პირბადის გამოყენებაა და რაც მთავარია, ვაქცინაცაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი