მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვალა დანაზოგების კუთხით მომხმარებლის ქცევა პანდემიამ? - ვახტანგ ბუცხრიკიძე

601589934f095
ელენე გოგბერაშვილი
30.01.21 23:22
1957
#BMGDRIVE-ში სტუმრობისას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ხსნის, რომ დანაზოგების კუთხით მომხმარებელთა ქცევა არის ერთ-ერთი, რითაც 2020 წლის პანდემიის კრიზისი 2008-2009 წლების კრიზისისგან განსხვავდება.

„2008-2009 წლებში საბანკო სექტორში მთავარი გამოწვევა ლიკვიდურობის პრობლემა იყო ანუ დეპოზიტების გადინება. ლოგიკაც იყო, რადგან რუსეთის გამოწვევები არსებობდა, შესაბამისად ადამიანებმა ბანკებიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში მნიშვნელოვანი დეპოზიტები გაიტანეს.

ახლა პირიქით მოხდა, ანუ იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც მარტში მივიღეთ, რომ ლიკვიდურობა გაგვეზარდა დაახლოებით 500-700 მლნ დოლარის საკრედიტო ხაზების პოტენციური მოზიდვა გადავწყვიტეთ და ფაქტობრივად კონტრაქტების ხელმოწერამდე მივედით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 1-2 თვის განმავლობაში პირიქით დეპოზიტები, დანაზოგები გაიზარდა, ალბათ ამის ლოგიკა ისიც არსებობს, რომ რთულია განსაზღვრო მოკლე ვადაში სამუშაო ადგილის შენარჩუნება მოხდება თუ არა...

ხარჯვა გაცილებით არის შემცირებული, ადამიანები მეტად უფრთხილდებიან დანაზოგებს და მეორე მხრივ გაცილებით ნაკლებად ხარჯავენ, ვიდრე ამას აკეთებდნენ ერთი წლის წინ. შესაბამისად როგორც საბანკო სექტორში, ისე თიბისისში დანაზოგების მოცულობა გაიზარდა“-ამბობს ბუცხრიკიძე.