მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი მომხმარებლის რაოდენობა გავზარდოთ“ - ბუცხრიკიძე

6426aab3deafd
თინათინ ნატმელაძე
02.04.23 17:01
734
„თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მომხმარებლის რაოდენობის ზრდაზე აქტიურად მუშაობენ და ბოლო წლებში არსებულ სტრატეგიას არ ცვლიან.

„წელს ვაგრძელებთ იმ სტრატეგიას, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვქონდა. ამჟამად ყოველთვიურად გვყავს ოთხი მილიონი მომხმარებელი, ეს საქართველოს მოსახლოების 20%-ზე მეტია, გვაქვს ამბიცია, რომ ეს მაჩვენებელი გავზარდოთ. ასევე, ყოველდღიურად თიბისის ყავს ორ მილიონამდე მომხმარებელი სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით.

წლიდან წლამდე ჩვენ ფუნამდენტალურ დივერსიფიკაციას ვაკეთებთ ჩვენი ბიზნესის, მაგალითად 10-15 წლის ძირითადად თუ იყო ბანკი, შემდეგ ვთავაზობთ სხვადასხვა პროდუქტები შევთავაზეთ ლიზინგი, სადაზღევო პროდუქტები, დღეს უკვე უამრავი სხვა სერვისი დავამატეთ, გეოგრაფიული არეალი გავზარდეთ და სამ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, რეგისტრირებული გვყავს 13 მილიონი მომხმარებელი, პროდუქტების რაოდენობა გაცილებით მეტი გვაქვს და ამას ვზრდით“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები