“მოკლე ვადაში რთული და არასწორია ლარის კურსის გამყარების ტენდენციის შეფასება, თუმცა ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ლარის კურსი დოლართან მიმართებით, რაც დღესაა დაახლოებით ამ ფარგლებში იქნება", - ამის შესახებ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გასულ კვირას ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლარის კურსის გამყარებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: უცხოური ვალუტის შემოდინება, ქვეყანაში ექსპორტის ზრდა, ტურიზმის კარგი ტენდენციები და მიგრანტებიდან მიღებული შემოსავლები.
ცნობისთვის: 3 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4887 ლარი გახდა.