მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლოს დოლართან მიმართებით ლარის კურსი დაახლოებით 2.6 ლარის ფარგლებში იქნება - ბუცხრიკიძე

644e3db9ae1fc
მარიამ იზორია
30.04.23 14:35
955
„თიბისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ჟურნალისტებთან ლარის კურსის გამყარების მიზეზებზე საუბრობს.

როგორც ბუცხრიკიძე აღნიშნავს, ლარის კურსის გამყარებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: უცხოური ვალუტის შემოდინება, ქვეყანაში ექსპორტის ზრდა, ტურიზმის კარგი ტენდენციები და მიგრანტებიდან მიღებული შემოსავლები.

„ლარის კურის ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან გამყარებას განიცდის. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. არის უცხოური ვალუტის შემოდინების ფაქტორები, რომლებსაც სხვადასხვა ფაქტორი გააჩნია. ძალიან კარგი დინამიკაა ქვეყანაში ექსპორტის ზრდის, ეს არის ერთი ფაქტორი. ტურიზმშია ძალიან კარგი ტენდენციები, მიგრანტები შემოვიდნენ და მიგრანტებიდან შემოსავლები იზრდება უცხოური ვალუტით ყველაფერი ეს ლარის გამყარებაზე ახდენს სწორ გავლენას.

რა თქმა უნდა, რთულია და არ იქნება სწორი ზუსტად განვსაზღვროთ რა იქნება კურსი, მაგრამ ჩვენი ეკონომისტების მოლოდინი არის, რომ წლის ბოლოს დოლართან მიმართებით ლარის კურსი იქნება დაახლოებით 2.6 ლარის ფარგლებში“ - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ცნობისთვის: 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4967 ლარი გახდა.

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, დოლართან ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ერთ-ერთი თანმდევი ფაქტორი მიმდინარე ფასებში, დოლარში საქართველოს მშპ-ის ზომის ზრდაა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები