მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვლება ელექტროენერგიის ტარიფი თუ ჰესები არ აშენდა? - თურნავას არგუმენტები

5daee3736f5b1
ლიკა გურაბანიძე
22.10.19 15:08
1081
„უახლოეს პერიოდში არ ველოდებით, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები გაიზრდება, მაგრამ თუ მშენებლობები წლების განმავლობაში არ დაიძრა და ჰესები არ აშენდა, იმპორტი გაიზრდება და ჩვენი ტარიფი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული,“ - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფების შესაძლო ზრდის კომენტირებისას განაცხადა.

თურნავას თქმით, მთავრობა ჰესების მშენებლობას კვლავ გააგრძელებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური გეგმა, რომ ჰესების მშენებლობა გავაგრძელოთ. აქ საუბარი მხოლოდ მსხვილ ჰესებზე არ არის, თუმცა მსხვილი ჰესებიც გვჭირდება. აქ საუბარია მცირე, მწვანე გარემოს დაცვითი კუთხით ნაკლებ საზიანო ან საერთოდ არასაზიანო ჰესებზე, რომელიც ნებისმიერი განვითარებული მწვანე ენერგეტიკის და ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობის საფუძველს წარმოადგენს.

რასაკვირველია, რასაც ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ, ეს არის მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, რომლის დაკმაყოფილება იმპორტის საშუალებით, სამწუხაროდ, ჩვენ სულ უფრო მეტად გვიწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობასთან დიალოგით, ძალიან სერიოზული მუშაობით ეკოლოგიური საფრთხეების განეიტრალებაზე, ჰესების მშენებლობას კვლავაც გავაგრძელებთ. თუ გადახედავთ, ბევრი ჰესი შენდება, უბრალოდ ნაკლები ხმაურის გარეშე, რაც ძალიან გვახარებს.

ცნობისთვის: დღეს სემეკ-ის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თუ მოსახლეობას არ სურს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები გაძვირდეს, მაშინ ქვეყანაში ჰესები უნდა აშენდეს.

„ჩვენთან ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და თუ ადეკვატურად არ განვავითარეთ ადგილობრივი გენერაცია, არ ავაშენეთ ჰესები, ქარის სადგურები და ასე შემდეგ, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე“, - ამის შესახებ სემეკის ახალარჩეულმა თავმჯომარემდავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას განმარტებით, ჰესების აშენების შემთხვევაში ტარიფები არ გაძვირდება.