მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი უნდა იყოს ანტი-კრიზისული გეგმა - "ევროპული საქართველოს" რეკომენდაცია მთავრობას

5e9425cbaefce
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.20 12:50
1390
"ევროპული საქართველო" სრულად უჭერს მხარს იმ წინადადებებს, რაც საქართველოს 5-მა ბიზნეს-ასოციაციამ წარუდგინა მთავრობას, როგორც სასწარფოდ გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალი, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას 3 კვირის წინ მათ კომპლექსური ანტი-კრიზიული გეგმა წარუდგინეს, რომელიც მოიცავს ბიზნეს-ასოციაციების მიერ წარდგენილ წინადადებებსაც.

„კერძოდ, ჩვენი გეგმის მიხდევით:

- საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით (20%-დან 0%-მდე დაყვანა), ხოლო შემდეგი 4 თვით განახევრება (20%-დან 10%-მდე დაყვანა);

- ქონების გადასახადის განულება 2020 წელს;

- ნავთობპროდუქტებზე აქციზის 25%-ით შემცირება შემდგომი 8 თვის განმავლობაში;

- საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება მეწარმეებს დაუტოვებს 83.1 მლნ ლარს;

- საპენსიო ფონდში საკუთარი დასაქმებულებისათვის დამატებული 2%-ის უკან დაბრუნებით მეწარმეები დაიბრუნებენ 175 მლნ ლარს;

- დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაცვლად, „Sales Tax”–ის შემოღება, რაც ნიშნავს დღგ-ს გადახდის ვალდებულებას რეალიზაციიდან გამომდინარე, ნაცვლად იმპორტირებისას გადახდისა.

იმავდროულად, "ევროპული საქართველოს" გეგმა, პირველ რიგში, ითვალისწინებს ხალხისთვის დახმარების გაწევას, რაც გულისხმობს:

- სახელმწიფო 8 თვის მანძილზე აუნაზღაურებს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50%-ს:
უსამსახუროდ დარჩენილებს; უხელფასო შვებულებაში გაშვებულებს; ვისაც ხელფასი შეუმცირდა;

- სახელმწიფო ერთჯერადად 200 ლარს გადასცემს შემდეგი კატეგორიების ოჯახებს:
სოციალურად დაუცველები;

თვითდასაქმებულები, რომელთა ოჯახური წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს; პენსიონერები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ოჯახში, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს;

- საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დასაქმებულებისთვის დაბრუნებით 960 000 ადამიანი დაიბრუნებს 474 მლნ ლარს;

- საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება დასაქმებულებს და მეწარმეებს დაუტოვებს 108.2 მლნ ლარს.

კრიზისთან ბრძოლის 5.23 მლრდ ლარის გეგმის დაფინანსების წყარო:
- საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და საპენსიო ფონდის საბიუჯეტო შენატანის 8 თვით შეჩერება: 1.82 მლრდ ლარი
- საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული 1.1 მლრდ დოლარი“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.