მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევთანხმდით, რომ კონკრეტული პროგრამები გვექნება - NATO-ს გენმდივანი

სტოლტენბერგი კანცელარიაში კობახიძის დახვედრა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ საქართველოსა და ნატოს მეტი დაახლოებისთვის, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროექტები იქნება.

როგორც იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე ძლიერია.

„დღეს საუბარი გვქონდა იმაზე, როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად პარტნიორობა. შევთანხმდით, რომ საჭიროებებზე მორგებული, კონკრეტული პროგრამები გვექნება, რომ ნატო და საქართველო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, თურქული სამხედრო ფრეგატი ეწვია ბათუმს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ესაა იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები