მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ფინანსური განათლების დონე საქართველოში? - OECD-ის კვლევა

5ef5bad54c865
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.20 13:06
1660
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა" (OECD/INFE) მოსახლეობის ფინანსური განათლების 2019 წლის გლობალური კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში საქართველოც მონაწილეობდა. 

გლობალური კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ ფინანსური განათლების მიმართულებით შესაძლო 21 ქულიდან 12,1 ქულა (57,6%) აჩვენა.

ცალკეული კომპონენტების მიხედვით კი ფინანსური განათლების საკითხებში საქართველოს მოსახლეობამ 7 შესაძლო ქულიდან 4,5 ქულიანი (62,5%), ქცევებში 9-დან 5,1 ქულიანი (56,3%), ხოლო დამოკიდებულებებში 5-დან 2,5 ქულიანი (50%) შედეგი აჩვენა.

ცონდის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი ყველა ქვეყნის საშუალოზე მაღალია და 11 ქვეყანას უსწრებს. ცოდნის კომპონენტების შედეგებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას უკეთ ესმის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფულის ღირებულება დროში (76%), სესხზე გადასახდელი სარგებლის (89%), რისკისა და უკუგების (79%), ინფლაციის (88%) არსი, ხოლო რისკის დივერსიფიკაციის (54%) საკითხებში ცოდნის საშუალო დონე აქვს. ამასთან, უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა მარტივი პროცენტის გამოთვლა (44%), რთული პროცენტის არსის ახსნა (43%), ხოლო ორივე ტიპის პროცენტი სწორად მხოლოდ მოსახლეობის 24%-ს ესმის.



შენიშვნა: საშუალო მაჩვენებლებში მალტას მონაცემები არ არის გათვალისწინებული (ცოდნის შესაფასებლად მხოლოდ ოთხი კითხვა დაისვა).

ქცევის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი ყველა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება და 8 ქვეყნის მონაცემებს უსწრებს. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აკონტროლებს საკუთარ ფულსა (70,6%) და ხარჯებს. კერძოდ, 90% დროულად იხდის გადასახდელებს და 71,4% სიფრთხილით ეკიდება შესყიდვას და განიხილავს ალტერნატივებს. საქართველოს მოსახლეობამ მაღალი შედეგები ქცევის განმსაზღვრელ ისეთ კომპონენტებშიც აჩვენა, როგორიცაა საოჯახო ბიუჯეტის არსებობა (88%), აქტიური დანაზოგების ქონა (66,7%). თუმცა, ამავდროულად, მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი (40,4%) ისახავს გრძელვადიან გეგმებს, ხოლო საპენსიო ასაკისთვის მზადყოფნა მოსახლეობის მხოლოდ 12%-მა დააფიქსირა, რადგან დიდი უმრავლესობა ამ ასაკს სახელმწიფო პენსიის ან ოჯახისა და შვილების იმედად ხვდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროდუქტების შემთხვევაში მოსახლეობა ალტერნატივების მოძიებას ახდენს, უშუალოდ ფინანსური პროდუქტების შეძენისას ფასების შედარებას მოსახლეობის მხოლოდ 20% ცდილობს, ხოლო მიუკერძოებელი რჩევის მოძიებას მხოლოდ 38% მიმართავს.



შენიშვნა: მალტაში ქცევის შესაფასებლად მხოლოდ 7 კითხვა დაისვა. გრაფიკში ტაილანდი არ არის წარმოდგენილი, რამდენადაც კვლევისას გამოყენებული იყო OECD-ის 2015 წლის ინსტრუმენტები და ქცევის ქულის გამოთლა შეუძლებელია. გრაფიკში ასევე არ არის წარმოდგენილი საფრანგეთი, რამდენადაც ქცევის შესახებ ინფორმაცია არ მოგროვებულა. საშუალო მაჩვენებელში მალტას მონაცემები არ არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება დამოკიდებულებებს, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვამ ამ კომპონენტში სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს (79%), ბევრი მათგანი კი სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს მოსაზრებას, რომ ფულის გრძელვადიანი მიზნებისთვის შენახვასთან შედარებით მეტ კმაყოფილებას ფულის ხარჯვა ანიჭებს (56%), ხოლო დაახლოებით 37% მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად ფიქრობს.