მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი დოლარიზაციის შესამცირებლად ნაბიჯებს ნამდვილად დგამს - IMF

ეროვნული ბანკი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალიმ დოლარიზაციის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, სებ-ი ნამდვილად დედოლარიზაციის შესამცირებლად ნაბიჯებს ნამდვილად დგამს, თუმცა პრობლემა მაინც არის. საკითხზე მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება დედოლარიზაციას - ეს ბევრ ქვეყანას აქვს, ამ რეგიონში განსაკუთრებით. სებ-ი ნამდვილად დგამს ნაბიჯებს, რომ შემცირდეს დოლარიზაცია, რატომ არის პრობლემა? იმიტომ რომ ის ხელს უშლის, ზღუდავს, როცა დოლარიზაცია მაღალია, დიდი სურვილი არ არის ხოლმე, ცვლილებები იყოს ვალუტის გაცვლის კურსში. ეს უნდა იყოს ბაზრის მიერ ნაკარნახევი, ბაზრის მიერ განპირობებული. მცირე ქვეყნისთვის ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში არის გარე შოკები, უფრო ხისტი ხდება აქ ვალუტის გაცვლითი კურსი.

ამ შემთხვევაში მაკროპრუდენციული ზომებია გასატარებელი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ტენდენცია გრძელი, რომელიც ზომიერად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს. საჭიროა, რომ ნელ-ნელა განხორციელდეს ის ნაბიჯები, რომელიც დოლარიზაციას დაბლა ჩამოსწევს. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ადამიანებს დეპოზიტების გახსნა ეროვნულ ვალუტაში უნდა შეეძლოთ და მათ დეპოზიტებს არაფერი არ დაემუქრება დეპოზიტებს. მაგრამ კიდევ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც დავიქნევთ და ყველაფერი წამში შეიცვლება. შესაბამისად, ეს უნდა იყოს ძლიერი, მძლავრი, საღი მაკროეკონომიკური ტენდენციები, რომელიც დოლარიზაციას მინიმუმამდე ჩამოიყვანს და ამ ტენდენციას უფრო მოქნილს გახდის”, - განაცხადა სუბირ ლალიმ.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, დედოლარიზაციის მიზანია საფინანსო სექტორის, მომხმარებლების, მსესხებლების დაცვა სავალუტო რისკებისგან, რაც ჩვენნაირ მცირე, ღია ტიპის ეკონომიკას ახასიათებს. მისი თქმით, ეს ეხება კომპანიებს და ფიზიკურ პირებს.

„მარტივად რომ ითქვას, ჩვენი ზრუნვის საგანია ის, რომ ადამიანებს, კომპანიებს ვალდებულებები ჰქონდეთ უპირატესად იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც აქვთ შემოსავლები. ასევე, სწორად აღინიშნა, რომ ჩვენ ამ კუთხით გვიწყობს ხელს სტაბილური, მაკროეკონომიკური გარემო, როდესაც ეკონომიკა უფრო მდგრადია და ამას ყველა აღნიშნავს საქართველოში, უფრო მარტივი ხდება ბიზნესპროცესების, თუნდაც პირადი ფინანსების პროგნოზირება და უფრო მეტი ნდობა გაჩნდა ჩვენი ეროვნული ვალუტის მიმართ და ესეც გვეხმარება. თუმცა ჩვენი პროაქტიური ნაბიჯებით და მიღებული გადაწყვეტილებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მიზეზი იმისა, თუ რატომ გაგვიუმჯობესდა ამ კუთხით მონაცემები, არადა ბოლო პერიოდში გაგვიუმჯობესდა და შეგვიმცირდა დედოლარიზაცია როგორც სესხების მხარეს, ასევე დეპოზიტების მხარეს.

ჩვენ გადავწყვიტეთ და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან კომპანიებისთვის, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 300 000 ლარამდე გავზარდეთ. ამავდროულად დავუშვით, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოსავალი აქვთ ლარში, შესაძლებელი იყოს უცხოურ ვალუტაში სესხება, ამ ზღვრის ქვემოთ. ეს არის დაცვა, ეს არის ჰეჯირება. ვფიქრობთ, ამ კუთხით მომავალშიც გავაგრძელებთ სიარულს, ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მოსახლეობის და ბიზნესის დაცულობას სხვადასხვა რისკის გამო“, - თქვა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები