მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია კვადრატული მეტრის ფასი თბილისში უბნების მიხედვით

5eb049732bc51
თამთა ჯიჯავაძე
05.05.20 00:10
10375
როგორია კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით და რამდენად შეიცვალა პირველ კვარტალში ფასები? – ამის შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.  

უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ფასები გაიზარდა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რაც ეკონომიკური გარემოს იგნორირებაა. ახალი ბინების ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 1.0%-ით თ/თ, ხოლო ლარში 3.8%-ით თ/თ 2020 წლის მარტში. თუმცა, 2019 წლის მარტთან შედარებით ფასები მაინც შემცირებულია 5.4%-ით. 2020 წლის მარტში ძველი ბინების ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 1.9%-ით თ/თ, ხოლო ლარში 6.0%-ით თ/თ. ფასების ცვალებადობა უფრო მაღალი იყო ცენტრალურ უბნებში, ხოლო გარეუბნებში შედარებით სტაბილური.

საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასები გაიზარდა შემდეგ უბნებში:

ვაკე 1,102 აშშ დოლარამდე (+14% წ/წ);
მთაწმინდა 1,040 აშშ დოლარამდე (+9% წ/წ); 
დიდუბე 793 აშშ დოლარამდე (+8% წ/წ); 
გლდანი 537 აშშ დოლარამდე (+7% წ/წ); 
დიდი დიღომი 530 აშშ დოლარამდე (+5% წ/წ).