მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრანტების ტალღამ ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა - G&T

64c224bde48e1
BM.GE
27.07.23 12:04
795
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, მიგრანტების ტალღამ ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში ბათუმში 8 300 უძრავი ქონება გაიყიდა, მათგან პირველადი გაყიდული ბინების რაოდენობა 4 600-ია, მეორადად გაყიდული ახალი პროექტების რაოდენობა - 3 300, ხოლო მეორადად გაყიდული ძველი პროექტების რაოდენობა - 400.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, სულ 7 400 უძრავი ქონება გაიყიდა, მათგან 4 300 პირველადი გაყიდვა იყო, 2 700 - მეორადად გაყიდული ახალი პროექტები, ხოლო 400 - მეორადად გაყიდული ძველი პროექტები.

რაც შეეხება საფასო კატეგორიას, Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები ბათუმში კვადრატულ მეტრზე ასეთია:

სანაპირო ხაზი - $2,621 (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა - 25%)
გონიო-კვარიათი - $1,576(გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა - 68%)
მახინჯაური-ციხისძირი - $1,304(გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა - 18%)
ახალი ბულვარი - $1,167(გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა - 45%)
შიდა არეალი - $863(გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა - 32%)
პერიფერიები - $684(გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა - 32%)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები