აგვისტოში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 9%-ით გაიზარდა და 1,169 ერთეული შეადგინა.
Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მონაცემებით, ზღვისპირა ქალაქში ამ პერიოდში 10%-ით მეტი ახალაშენებული ბინა გაიყიდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-იანი კლება დაფიქსირდა.
მათივე მონაცემებით, ბათუმში აგვისტოში 62 მილიონი დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
"ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 1%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,119 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 10%-ით, მ²-ზე 1,053 აშშ დოლარამდე გაიზარდა.