მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია უნაღდო დანახარჯების აღდგენის დინამიკა სექტორების მიხედვით - TBC Capital

63382ff992bc0
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.22 18:54
645
თიბისი კაპიტალი მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის განახლებულ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 22-27 სექტემბრის პერიოდში, თიბისი არხების მეშვეობით, ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდა გაუმჯობესდა და წლიურად 8% შეადგინა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის წლიური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზეა 26%-ს უტოლდება.

უნაღდო დანახარჯების დინამიკა 22-27 სექტემბრის პერიოდში, უნაღდო დანახარჯები მცირედით შემცირდა და ზრდამ 32% შეადგინა 2021 წელთან შედარებით. სექტორების მიხედვით კი თიბისი არხებით განხორციელებული დანახარჯების სურათი ასეთია:

• სურსათზე ტრანზაქციის საშუალო დანახარჯი კვლავ 16 ლარს უტოლდება;

• სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდა გაუმჯობესდა და წლიურად 43% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 389 ლარს გაუტოლდა;

• არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა და 49% შეადგინა 2019 წელთან შედარებით;

• რესტორნებსა და კაფეებში, უნაღდო დანახარჯების ტემპი შემცირდა და 2021 წელთან შედარებით 37% შეადგინა. საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე სტაბილურია და 29 ლარს უტოლდება;

• უნაღდო დანახარჯები გართობაზე, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით გაიზარდა და წლიურმა ზრდის ტემპმა შეადგინა 74%;

• ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მნიშვნელოვნად შემცირდა და 3% შეადგინა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო ღირებულება 110 ლარამდე გაიზარდა;

• სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯები სტაბილურია და წლიურმა ზრდამ 22-27 სექტემბრის პერიოდში 10% შეადგინა;

• სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, სტაბილურია და 2021 წელთან შედარებით 24% შეადგინა;

• ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წლის დონესთან შედარებით 23% შეადგინა;

• ავეჯსა და მოწყობილობებზე უცვლელია და წლიური ზრდა 36%-ს გაუტოლდა;

• 22-27 სექტემბრის პერიოდში, უნაღდო დანახარჯების ზრდა საწვავზე, თიბისი ბანკის არხებით, შემცირდა და წლიურად 1% შეადგინა. საშუალო დანახარჯმა ტრაზაქციაზე მცირედით დაიკლო და 58 ლარს გაუტოლდა;

• მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა შენელდა და 2021 წელთან შედარებით 42%-ს გაუტოლდა. საშუალო დანახარჯი ტრანზაქციაზე სტაბილურია და 88 ლარი შეადგინა;

• ფარმაციაზე უნაღდო დანახარჯები გაუმჯობესდა და წლიურად 19%-ს გაუტოლდა;

• უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე შემცირდა და ზრდის ტემპმა 17% შეადგინა 2021 წელთან შედარებით;

• უნაღდო დანახარჯები ექიმთან ვიზიტებზე მცირედით შემცირდა და წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა;

• სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა და 5%-ს გაუტოლდა 2021 წელთან შედარებით;

• ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდა შენელდა და 22-28 სექტემბრის პერიოდში ზრდის ტემპმა 2021 წელთან შედარებით -29% შეადგინა;

• 15-21 სექტემბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა და +46% წლიური ზრდა დაფიქსირდა;