მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ვითარება თხილის ექსპორტის მხრივ?

5e937cb03b9cc
ნუცა ბაზლიძე
13.04.20 09:30
1311
“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თხილზე მოთხოვნა არ შემცირებულა და ის სტაბილურია“, - ამის შესახებ თხილის მწარმოებელი კომპანია „ქესკიას“ ხელმძღვანელმა მარიამ კოდუამ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით, ერთ-ერთ ძირითად უპირატესობას ის ფაქტორი წარმოადგენს, რომ თხილი  მალფუჭებადი პროდუქტი არ არის. ამის მიუხედავად, BM.GE-სთან ექსპორტიორთა პრობლემებზე საუბრისას, მარიამ კოდუამ ტრანსპორტირების საკითხი გამოყო.

„თხილის სექტორი მაინც ექსპორტზეა ორიენტირებული და პრობლემა რაც შეიძლება შეიქმნას, უკავშირდება ტრანსპორტირებას. თუ მსოფლიოში მდგომარეობა არ შეიცვლება, მიწოდების მხრივ, პრობლემა იქნება. პირველ რიფში, მიმღებ ქვეყნებში უნდა იყოს სიტუაცია სტაბილური“, - აღნიშნავს „ქესკიას“ ხელმძღვანელი.

გარდა ექსპორტისა, „ქესკია“ ადგილობრივ ბაზარზე მსხვილ მწარმოებლებთან თანამშრომლობს. როგორც გავარკვიეთ, მიმდინარე პერიოდში, „ქესკიას“ პროდუქცია კორონავირუსისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ექსპორტზე არ გასულა, შესაბამისად, ამ მხრივ შექმნილი ეფექტი, „ქესკიაზე“ ნაკლებად აისახა.

მისივე განმარტებით, „ქესკიაში“ მოსავლის მიღება აგვისტოში იგეგმება, რის შემდეგაც ექსპორტის გააქტიურება მოიაზრება. გაურკვეველი მომავალი კომპანიის გეგმებსაც შედარებით ბუნდოვანს ხდის, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ პერიოდში, სიტუაცია უკვე სტაბილური იქნება.

„ქართული თხილის მომხმარებელი მაინც ძირითადად, იტალია და გერმანიაა, ამ ქვეყნებში უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია იმისთვის, რომ თხილს პრობლემა არ შეექმნას“, - დასძენს მარიამ კოდუა.