მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ 400 კომპანიას სთავაზობს საქართველო ჩინეთიდან წარმოების გადმოტანას?

5eb7afa6d997e
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.20 11:34
12287
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირაში” განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ამჟამად 400 საერთაშორისო კომპანიასთან აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას იმის თაობაზე, რომ მათ საკუთარი წარმოებების ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ.

მინისტრის თქმით, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, მთავრობამ სრულად გადაიაზრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და ის მიმართა იმ საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც დღეს ჩინეთში საქმიანობენ.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ კომპანიებთან, რომელთა მიერაც ჩინეთში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში მაღალი საბაჟო გადასახადით იბეგრება - ამ კომპანიებს საქართველო EU-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას სთავაზობს.

“თქვენ გსტუმრობდათ მიხეილ ხიდურელი, რომელიც “აწარმოე საქართველოში”-ს ხელმძღვანელობს და მის გუნდთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ დასაბუთებული გზამკვლევი გლობალური კორპორაციებისთვის ასევე საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლითაც ჩვენ გავდივართ 400-ზე მეტი კორპორაციის ტოპ მენეჯმენტზე და ვუსაბუთებთ მათ თუ რატომ არის საქართველო ნომერ პირველი არჩევანი, იმისთვის რომ საკუთარი ბიზნესების გადანაწილება მოახდინონ, ვიდრე ეს არის ჩინეთი ან აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნები.

კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ ჩინეთი დატოვონ და გადმოვიდნენ საქართველოში, აუცილებლად გაანალიზებენ თუ როგორ მოკლდება ამით მათი მიწოდებათა ჯაჭვი. ამ თვალსაზრისით საქართველოს ლოკაცია, ის ფაქტი, რომ ჩვენ ათობით სახელმწიფოსთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მათ შორის ევროკავშირთან, არის კიდევ ერთი დამატებითი ქულა ჩვენთვის.

ჩინეთი არის ძალიან ბევრი სასაქონლო ჯგუფის მთავარი მწარმოებელი. სმარტფონების 80%, ტელევიზორების 50%-ზე მეტი ჩინეთში იწარმოება, ასევე სათამაშოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მაგრამ მას არ გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან. შესაბამისად, ჩვენთან გადმოიტანს წარმოებას უბაჟო განაკვეთის გამო. განსაკუთრებით კი იმ სასაქონლო ჯგუფებისთვის, რომლებიც მაღალი განაკვეთით იბეგრება,"- განაცხადა ნათია თურნავამ. 


ნათია თურნავა Forbes-ის კვირაში:


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები