მსოფლიოს მასშტაბით ბენზინის ტიპის საწვავის ფასები მკვეთრად განსხვავებულია. ზოგადად, ყველაზე დაბალი ფასები ნავთობით მდიდარ, ეკონომიკურად განუვითარებელ სახელმწიფოებშია; ენერგორესურსები ყველაზე ძვირად კი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში ფასობს, სადაც მოხმარება თითქმის სრულადაა დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.
ამჟამინდელი მდგომარეობით, მსოფლიოში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 1.31 დოლარს შეადგენს, რაც 3.46 ლარის ტოლფასია. ბენზინის შეძენა ყველაზე იაფად ვენესუელაშია შესაძლებელი, სადაც მისი ღირებულება 0.016 დოლარს შეადგენს ანუ 4 თეთრს.
ყველაზე ძვირი ბენზინი ჰონკონგში ღირს, სადაც მისი საშუალო ფასი 2.95 დოლარს აღწევს, რაც 7.9 ლარის ტოლფასია.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში პრემიუმის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 1.16 დოლარს შეადგენს, რაც 3.07 ლარის ეკვივალენტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბენზინის ფასი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 40 თეთრით ნაკლებია.
გასათვალისწინებელია, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირად საქართველოში ფასობს, ყველაზე იაფად მისი შეძენა კი აზერბაიჯანშია შესაძლებელი, სადაც საწვავის ფასი 0.58 დოლარს შეადგენს, რაც 1.53 ლარია.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირია:
1. ჰონგ-კონგი - $2.945
2. ისლანდია - $2.284
3. ნორვეგია - $2.261
4. მონაკო - $2.223
5. დანია - $2.215
6. სამხ. აფრიკის რესპუბლიკა - $2.148
7. ფინეთი - $2.105
8. საბერძნეთი - $2.085
9. საფრანგეთი - $2.075
10. სირია - $2.043
სახელმწიფოების სია, სადაც ბენზინი ყველაზე იაფადაა ხელმისაწვდომი:
1. ვენესუელა - $0.016
2. ლიბია - $0.031
3. ირანი - $0.053
4. ანგოლა - $0.317
5. ალჟირი - $0.338
6. ქუვეითი - $0.344
7. ეგვიპტე - $0.356
8. თურქმენეთი - $0.428
9. ნიგერია - $0.440
10. ყაზახეთი - $0.450
ბენზინის ფასები რეგიონის ქვეყნებში:
1. აზერბაიჯანი - $0.588
2. რუსეთი - $0.731
3. თურქეთი - $1.122
4. სომხეთი - $1.135
5. საქართველო - $1.165
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი