მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საწვავი ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს სამეზობლოში?

საწვავი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევროპასა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის ფასი 0,02 ევროთი, ლიტრზე 1.53 ევრომდე გაიზარდა, დიზელის საწვავის საშუალო ფასიც ასევე 0.02 ევროთი, ლიტრზე - 1.54 ევრომდე.

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ფინეთშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

29 თებერვლის მდგომარეობით, A-95 მარკის პრემიუმ ტიპის ბენზინის საშუალო ფასი ნიდერლანდებში €2.17-ა, ნორვეგიაში - €1.95, ფინეთში კი - €1.88 ევრო.

რაც შეეხება A-98 სუპერ ტიპის ბენზინს, მისი ღირებულება ლიტრზე ნიდერლანდებში €2.31-ია, ნორვეგიაში - €2.11, ხოლო ფინეთში - €1.98. დიზელის ფასები კი, შესაბამისად, € 1.97, €1.90 და €1.92-ია.

საწვავი ყველაზე იაფი რუსეთში ჯდება - A-92 მარკის ბენზინი - €0.51 ღირს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - €0.55 ევროა, A-98 მარკის ბენზინის - €0.65 ევრო, დიზელის საწვავის ფასი კი €0.65 ევროა.

რაც შეეხება საქართველოს, საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - €1.03 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - €1.10 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - €1.25 ევრო. დიზელის საწვავი - €1.16;

საწვავის ღირებულება ჩვენი რეგიონის ქვეყნებში კი ასე გამოიყურება:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - €1.12-ს, A-95 მარკის ბენზინი - €1.21 , A-98 მარკის ბენზინი - €1.72. დიზელის საწვავი - €1.24;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -€0.54, A-95 მარკის ბენზინის ფასი - €1.09, A-98 მარკის ბენზინი - €1.25. დიზელის საწვავი - €0.44;

უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - €1.169 , A-95 მარკის ბენზინის ფასი - €1.25, A-98 მარკის ბენზინი - €1.33, დიზელის საწვავი - €1.26;

თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - €1.20, A-98 მარკის ბენზინი - €1.21, დიზელის საწვავი - €1.25;

მოლდოვაში - A-92 მარკის ბენზინი - €1.28, A-95 მარკი ბენზინის ფასი - €1.29, A-98 მარკის ბენზინი - €1.54, დიზელის საწვავი - €1.18;

ბელორუსიაში - A-92 მარკის ბენზინი - €0.64, A-95 მარკი ბენზინის ფასი - €0.67, A-98 მარკის ბენზინი - €0.73 ევროს, დიზელის საწვავი - €0.67.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები