მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებზე აქვთ ქართულ ბანკებს ყველაზე მეტი სესხი გაცემული - რეიტინგი

6086d1540475e
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.21 10:10
1163
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართული ბანკების საკრედიტო დაბანდებების მოცულობა 2021 წლის აპრილის მდომარეობით, 38.23 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის ნახევარიც - 18.97 მილიარდი ლარი ბიზნესზე, 19.25 მილიარდი ლარი კი ფიზიკურ პირებსა და ინდ. მეწარმეებზე გაცემულ სესხებს წარმოადგენს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის ასახული, სექტორებს შორის ყველაზე დიდი საკრედიტო პორტფელი მრეწველობის დარგზე არის გაცემული.

ბიზნეს სესხების მოცულობაა 18.97 მილიარდი ლარი, სექტორების მიხედვით ეს საკრედიტო პორტფელი ასე ნაწილდება:

მრეწველობა - 4.6 მილიარდი ლარი;
ვაჭრობა - 3.8 მილიარდი ლარი;
მშენებლობა - 2.6 მილიარდი ლარი;
ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 2.26 მილიარდი ლარი;
სასტუმროები და რესტორნები - 2.1 მილიარდი ლარი;
სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა - 725 მილიონი ლარი;
ფინანსური შუამავლობა - 631 მილიონი ლარი;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 591 მილიონი ლარი.

შინამეურნეობებზე (ოჯახებზე, ფიზიკურ პირებსა და ინდ. მეწარმეებზე) გაცემული სესხები - 19.25 მილიარდი ლარი, მათ შორის:

ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები - 16.75 მილიარდი ლარი;
ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემული სესხები - 2.49 მილიარდი ლარი.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მარტში ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელი 600.7 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის ლარის სესხები 313 მილიონით, სავალუტო სესხები კი 287.7 მილიონი ლარით გაიზარდა.