მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულ კომერციულ ბანკებს Точка ბანკთან კავშირი არ აქვს - ეროვნული ბანკი

645b58fbe9653
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 12:44
1036
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ქართულ კომერციულ ბანკებსა და პროვაიდერებს რუსულ Точка-ბანკთან კავშირი არ აქვთ. ამის შესახებ მან BM.GE-ს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

საქმე ის არის, რომ 27 აპრილს მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ბანკი Точка მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს ქართულ ლარშიც აწარმოებს. საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ქართული ვალუტის გაგზავნა საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში შესაძლებელია.

არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ სებ-მა აღნიშნული საკითხი მოიკვლია და დაადგინა, რომ Точка ბანკი საქართველოს საბანკო სისტემაში ჩართული არ არის.

„ჩვენ რაც გამოვიკვლიეთ, არც ერთ კომერციული ბანკს და პროვაიდერს საქართველოში ამ ბანკთან კავშირი და საკორესპონდენტო ანგარიში არ აქვს. რაც შეეხება ლარით გადარიცხვებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩაერთვება ჩვენს სისტემაში, მან შეიძლება სადმე თუ ეს იყო მათი სურვილი, შეიძინონ ლარი ან სხვა კომერციულ ბანკებთან, მათ შორის რუსეთში, თუმცა ჩვენს სისტემაში ისინი არ იქნებიან ჩართულები“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ „ტოჩკას“ მიერ ლარის გადარიცხვებს ქვეყნის იმიჯზე გავლენა არ ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები