მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებში გაიზარდა/შემცირდა საბანკო დაკრედიტება? - რეიტინგი

ბანკები

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ სექტორზე გაცემული სესხების მოცულობამ 47.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.16 მილიარდი ლარით, ანუ 12.1%-ით მეტია.

ბიზნეს სექტორში ყველაზე დიდი საკრედიტო პორტფელი უძრავი ქონების დეველოპმენტზე მოდის. ივლისის ბოლოს ამ მიმართულებით გაცემული სესხების მოცულობამ 5.09 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-იანი ზრდაა. შედეგად, დეველოპმენტის სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი აღემატება მთლიანად ბიზნეს სესხების ზრდის მაჩვენებელს, რომელიც დაახლოებით 12%-ს შეადგენს.

საკრედიტო პორტფელის მოცულობით მეორე ადგილზეა სერვისების სექტორი. ამ მიმართულებით ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 4.54 მილიარდი ლარი შეადგინა, წლიური ზრდა კი 13% იყო.

მესამე პოზიციაზეა უძრავი ქონების მენეჯმენტი, რომლის საკრედიტო პორტფელი 4.51 მილიარდ ლარს აღწევს. სექტორის დაკრედიტება წლიურად 26%-ით გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია მსხვილ საკრედიტო მიმართულებებს შორის.

რეიტინგის მეოთხე ადგილზე სოფლის მეურნეობის სექტორია, რომლის საკრედიტო პორტფელიც 3.9 მილიარდ ლარს შეადგენს. წლიური ზრდა ამ შემთხვევაში 9%-ია.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ენერგეტიკის მიმართულებითაც. ენერგეტიკის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობამ ივლისის ბოლოს 3.18 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 30%-ით მეტია. ზრდის ტემპით ენერგეტიკა წარმოდგენილ მსხვილ სექტორებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

საკრედიტო პორტფელის მოცულობით შემდეგ მოდის სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა, სადაც სესხების მოცულობამ 2.88 მილიარდი ლარი შეადგინა. წლიურად ამ სექტორის დაკრედიტება 20%-ით გაიზარდა.

საპირისპირო დინამიკაა სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში. ივლისის ბოლოს აღნიშნული მიმართულების საკრედიტო პორტფელი 2.78 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.

შემცირდა სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორის დაკრედიტებაც. მისი საკრედიტო პორტფელი 2.1 მილიარდ ლარს შეადგენს, წლიური კლება კი 3%-ია. 2.07 მილიარდ ლარამდე, 8%-ით შემცირდა სხვა ვაჭრობის მიმართულების პორტფელიც.

ამავე პერიოდში სამომხმარებლო საქონლის წარმოების სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 1.85 მილიარდ ლარს შეადგენდა და წლიურად 1%-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის სექტორში კი საკრედიტო პორტფელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. ივლისის ბოლოს სესხების მოცულობა 1.02 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 27%-ით ნაკლებია.

სექტორების ნაწილი, პირიქით, სწრაფი ზრდით გამოირჩევა. ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოებისა და ვაჭრობის მიმართულებით პორტფელი 26%-ით, 983 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფარმაცევტიკის სექტორში ზრდამ 32% შეადგინა და პორტფელმა 264 მილიონ ლარს მიაღწია.

ცალკე აღსანიშნავია ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულება, სადაც საკრედიტო პორტფელი წლიურად 724%-ით გაიზარდა და 842 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება უძრავი ქონების, მომსახურების, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სექტორების პორტფელებს.

2026 წლის ივლისის მდგომარეობით ბიზნეს სესხების განაწილება:

სექტორი საკრედიტო პორტფელი, მლნ ლარი ზრდა/კლება
უძრავი ქონების დეველოპმენტი 5,090 19%
სერვისი 4,536 13%
უძრავი ქონების მენეჯმენტი 4,507 26%
სოფლის მეურნეობის სექტორი 3,903 9%
ენერგეტიკა 3,181 30%
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,884 20%
სასტუმროები და ტურიზმი 2,781 -15%
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,105 -3%
ვაჭრობა (სხვა) 2,072 -8%
სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,846 1%
საფინანსო ინსტიტუტები 1,408 14%
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,205 16%
ჯანდაცვა 1,024 -27%
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 983 26%
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 961 4%
წარმოება (სხვა) 930 4%
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 842 724%
მათ შორის: ექსპორტიორები 840 18%
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 797 6%
მძიმე მრეწველობა 733 -10%
სხვა 702 63%
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 617 -8%
ავტომობილების დილერები 334 -6%
საბითუმო ლომბარდი 288 13%
ტელეკომუნიკაცია 271 -4%
ფარმაცევტიკა 264 32%
სახელმწიფო ორგანიზაციები 43 18%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები