მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ უწყებებს შეამოწმებს აუდიტის სამსახური - 2021 წლის გეგმა ცნობილია

600bde561ba01
შოთა ტყეშელაშვილი
23.01.21 12:20
2136
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქმიანობის 2021 წლის გეგმა გამოაქვეყნა. უწყება წელს 22 შესაბამისობის აუდიტს, 11 ფინანსურ და 15 ეფექტიანობის აუდიტს ჩაატარებს. მათ შორის სამსახურის ექსპერტები მთავრობის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ დახარჯულ თანხებსაც შეისწავლიან. მათ შორისაა საკარანტინე სივრცეების მართვისთვის გამოყოფილი 100 მილიონ ლარზე მეტის ეფექტიანობის შეფასება, ასევე ეკონომიკის დახმარების პაკეტის ეფექტიანობის შეფასება.

უწყებები და პროგრამები, რომელთა აუდიტი 2021 წელს ჩატარდება:

შესაბამისობის აუდიტი:

1 პროექტის - „დანერგე მომავალი“ შესაბამისობის აუდიტი 2018-2020 წლები;
2 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
3 COVID-19 პანდემიის საპასუხოდ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 2020 - 2021 ივნისი
4 სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018-2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 2018-2020 წლები;
5 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესაბამისობის აუდიტი (დაიწყო შარშან და გაგრძელდება წელსაც) - 2013-2019 წლები;
6 ა(ა)იპ - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2018-2020 წლები;
7 სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი* 2018-2020 წლები;
8 სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს მიერ დახარჯული საბიუჯეტოს სახსრების შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
9 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტროში „დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დახარჯული საბიუჯეტო სახსრების შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
10 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
11 სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი 2018-2019 წლები;
12 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
13 ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
14 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
15 მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
16 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
17 სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
18 სენაკის მუნიციპალიტეტის 2019- 2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
19 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
20 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
21 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
22 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;

უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტები:

1 მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;
2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 2020 წელი.

ეფექტიანობის აუდიტი:

1 შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP) - აღნიშნულ პროექტს (SRAMP) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამოუკიდებელი აუდიტის დასრულების შემდგომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკს წარუდგენს აუდიტის დასკვნას. აღნიშნული დასკვნა საჭიროა მსოფლიო ბანკიდან მიღებული დაფინანსების სესხად აღიარებისათვის.
2 COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი საკარანტინო ზონების მართვა - COVID-19 პანდემიის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით შეიქმნა საკარანტინო სივრცეები, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ რისკჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას. აუდიტის მიზანია შეისწავლოს პროექტის მართვის ეფექტიანობის საკითხები.
3 სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები (შემდგომი რეაგირება) - აუდიტის მიზანია შეისწავლოს 2015 წელს სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც განხორციელდა სურსათის უვნებლობის მიმართულებით და შეაფასოს აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული შედეგები.
4 საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებები (შემდგომი რეაგირება) - აუდიტის მიზანია შეისწავლოს 2018 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც განხორციელდა საგზაო მოძრაობის წესების მიმართულებით და შეაფასოს აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული შედეგები.
5 მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია - აუდიტის მიზანია შეისწავლოს რამდენად უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები დასახული მიზნების მიღწევას.
6 დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში - აუდიტის მიზანია შეისწავლოს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა.
7 COVID-19 პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობა - აუდიტის მიზანია შეისწავლოს რამდენად ეფექტიანი იყო სამინისტროს მიერ დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებები, ბენეფიციართათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სერვისების დროული და სრულყოფილი მიწოდების კუთხით.
8 ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობა - აუდიტის მიზანია შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დანერგილი მექანიზმების ეფექტიანობის საკითხები.
9 ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერება - აუდიტის მიზანია შეისწავლოს რამდენად უზრუნველყოფილია თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელების, ასევე ქვეყნის განვითარებისთვის დიასპორაში არსებული პოტენციალის გამოყენება და დიასპორის ჩართულობის ზრდა.
10 ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლი - აუდიტის მიზანია შეისწავლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის საკითხები.
11 მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა - აუდიტის მიზანია შეისწავლოს რამდენად უზრუნველყოფილია მოწყვლადი ბენეფიციარები უფასო სამართლებრივი დახმარებით.
12 მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული რეგიონალური განვითარების ასოციაციების საქმიანობა - აუდიტის მიზანია შეისწავლოს ასოციაციების საქმიანობის, მათ შორის, ფინანსური რესურსების ფორმირებისა და ხარჯვის ეფექტიანობის საკითხები.
13 საჯარო სექტორში ელექტრონული სერვისების უწყვეტობა - აუდიტის მიზანია შეისწავლოს საჯარო სექტორის მზაობა უწყვეტად მიაწოდოს მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისები. კერძოდ, შეფასდება პანდემიამდე და მიმდინარე გამოწვევის პირობებში საჯარო სექტორის მიერ გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფო სერვისების გამართულად და შეუფერხებლად მიწოდებისათვის.
14 ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები - აუდიტის მიზანია შეისწავლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ - აწარმოე საქართველოში მიერ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის საკითხები.
15 მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებები - აუდიტის მიზანია შეისწავლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ - აწარმოე საქართველოს მიერ, მეწარმეთა საჭიროებების საპასუხოდ განხორციელებული ხელშეწყობის პროგრამები და ღონისძიებები. ასევე, 2020 წლის ფარგლებში აუდიტი დაფარავს პანდემიის ნეგატიური ეფექტების საპასუხო ღონისძიებების კომპონენტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები