მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი მიმართულებებით დაიწყება ფრენები თბილისის აეროპორტში ზაფხულის სეზონზე?

645e299aee3c3
მარიამ ვარადაშვილი
12.05.23 16:10
5284
მაისიდან თურქეთის მიმართულებით ახალი ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს ფრენებს. ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ანკარა, იზმირი და ანტალიის მიმართულებით შეასრულებს ფრენებს. 

13 მაისიდან ახალი ავიაკომპანია Centrum Air უზბეკეთის, ტაშკენტის მიმართულბით რეგულარულ ჩარტერულ შესრულებს. ასევე მაისიდან Aegean Airlines დაიწყებს სალონიკის მიმართულებით ფრენებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანული ბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings აღადგენს ფრენებს დიუსელდორფის მიმართულებით, ხოლო ივლისიდან შტუტგარტის მიმართულებას დაამატებს.

ივნისიდან Air Astana აღადგენს ფრენებს ყაზახეთში ასტანას მიმართულბით, ასევე Flynas აღადგენს დამამის მიმართულებით ფრენებს, ხოლო ივლისიდან დაამატებს ბურიადას მიმართულებას. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways გეგმავს მაისის ბოლოდან გერმანიაში ბერლინის და ბრიუსელის მიმართულებით ფრენების აღდგენას. ასევე ივნისიდან ლარნაკას, მილანის, პრაღასა და რომის დამტებას. ივლისის ბოლოდან ახალი ავიაკომპანია Indigo გეგმავს პირდაპირი რეისების დაწყებას ინდოეთის, დელის მიმართულებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად 36 ავიაკომპანია 23 ქვეყანაში, 31 მიმართულებით ასრულებს რეისებს.