მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აეროპორტების გაერთიანების ახლად დანიშნული დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე იმყოფებოდა

63da3b49c290b
BM.GE
01.02.23 14:10
739
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლად დანიშნული დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ეწვია.
გაერთიანების ახალ დირექტორს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ უმასპინძლა.

ირაკლი ქარქაშაძემ დაათვალიერა აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სახანძრო-სამაშველო სამსახური, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების ახალი ტექნიკა და გამგზავრების ტერმინალი.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა და TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური განვითარების გეგმებზე (ე.წ მასტერპლანი), რომლებზე მუშაობის პროცესში TAV Georgia ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie (ADPI)-თან თანამშრომლობდა. აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და მიმდინარეობს საბოლოო ტექნიკური დეტალების დაზუსტება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა თებერვალში დასრულდება.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ისაუბრეს აეროპორტების ინფრასტრუქტურის განახლებისა და არსებული სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესების აუცილებლობაზე, რისთვისაც უახლოეს პერიოდში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები