2023 წლის სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 376 909 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 18%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, 29%-იანი ზრდაა, - ინფორმაცია BM.GE-ს TAV GEORGIA-დან მიაწოდეს.
"ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის სექტემბერში 81 625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 1%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 2%-ით აღემატება.
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტოპ 5 მიმართულებაა: სტამბოლი, თელავივი, ბაქო, დუბაი, შარჯა;
ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის - თელავივი, სტამბოლი, მინსკი, თეირანი და რიადი", - ნათქვამია კომპანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.