მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთში 20 ფრენა გაუქმდა - სად სრულდება რეისები?

ფრენები

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დღეს 7 მიმართულებით 20 ფრენა გაუქმდა.

აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ისრაელური კომპანია თავისი მოქალაქეებისთვის საევაკუაციო ფრენებს ასრულებს. ასევე საევაკუაციო ფრენები სრულდება ეგვიპტეში ქალაქ ტაბადან თბილისში და პირიქით.

ამ დროის მონაცემებით, რეგიონში წარმოებული ომის გამო, თბილისის აეროპორტიდან 16 ფრენაა გაუქმებული:

  • თელ-ავივი - 8 რეისი;
  • ქუვეითი - 1 რეისი;
  • აბუდაბი - 1 რეისი;
  • დუბაი - 2 რეისი;
  • შარჟა - 2 რეისი;
  • თეირანი - 1 რეისი;
  • დოჰა - 1 რეისი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ დროისთვის აქტიურია დუბაის 1 რეისი, ჯედას მიმართულებით 1 რეისი და რიადის 1 რეისი.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქიდან ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი 4 ავიარეისი გაუქმებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები