მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანიების გამართული მუშაობისა და მგზავრების უსაფრთხოებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას მუდმივად ვცდილობთ - თეა ზაქარაძე

თეა ზაქარაძე
12.12.23 12:34
494

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა Airport Carbon Accreditation Level 2 სერტიფიკატი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა Level 1 სერტიფიკატი მიიღო. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" ამბობს, რომ დღეს ემისიების შესამცირებლად აეროპორტების თანამედროვე ტექნიკით ოპერირება მნიშვნელოვანია.

"მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ევროპული კომპანია ADP-ის წევრი და ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 2 წელია ჩვენთან ამაზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა და წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა Level 2 აიღო, ეს კი ძალიან კარგ შედეგს ნიშნავს. ხოლო ბათუმმა აიღო პირველი დონე. ჩვენ უკვე შევიძინეთ ელექტროტრაქტორები და ასე შემდეგ. ყველაფერი დაკავშირებულია ახალ და თანამედროვე ტექნიკასთან და ეკიპირებასთან. თუ მოძველებული ტექნიკით იმუშავებ, გარემოს აბინძურებ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი განაახლო და ოპერირება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ“, - აცხადებს ზაქარაძე.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ კომპანია მუდმივად აუმჯობესებს და აახლებს როგორც მიწისზედა მომსახურების, ისე - აეროდრომის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ტექნიკას, რათა როგორც მგზავრებს, ისე - ავიაკომპანიებს კიდევ უფრო მეტი კომფორტი შესთავაზოს.

„ჩვენს აეროპორტებში განვავითაროთ ინფრასტრუქტურის განვითარებას მუდმივად ვცდილობთ და ყველა ის კომპონენტი, რომელიც ამა თუ იმ ავიაკომპანიის გამართული მუშაობისათვის, მგზავრის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. ბოლო წლებში ბევრად მეტი ტექნიკა შევიძინეთ და ამას თავისი მიზეზი აქვს. ჩვენთვის მგზავრის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ავიაკომპანიის კომფორტი და ის, რომ აეროპორტი თანამედროვე აღჭურვილობით, ეკიპირებითა და სისტემებით განვითარდა. ავიაცია აღარ არის ისეთი, როგორიც იყო 20 წლის წინ. ტერმინალში Self-Check in Kiosks-ია, ავტოსადგომზე ახალი სისტემებია და აღარ გჭირდება ბილეთის აღება. ასევე, ვიყიდეთ ახალი ტექნიკა - ე.წ De-Icing-ისთვის(თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო ხსნარებით დასამუშავებლად), სახანძრო მანქანა, აეროდრომის საწმენდი სპეციალური დანადგარები, ასევე ტრაქტორები მიწისზედა მომსახურებისთვის, ე.წ push back-ი, ახალი ავტობუსი და სხვა“, - ამბობს ზაქარაძე.

გაფრენის ტერმინალის გაფართოება, სამიმოსვლო ბილიკის რეაბილიტაცია - თეა ზაქარაძე თბილისის აეროპორტში მიმდინარე პროექტებზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები