2024 წლის პირველ ნახევარში თბილისის და ბათუმის აეროპორტების დატვირთვა გაიზარდა. თბილისის და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი როგორც გასულ წელთან შედარებით, ასევე პანდემიური - 2019 წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებითაც გაიზარდა.
აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, იანვარ-ივნისში თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთნაკადი ჯამურად 36.4%-ით 2 459 208-მდე გაიზარდა. 2023 წელს აეროპორტების დატვირთვის მაჩვენებელი 1 802 599 მგზავრს შეადგენდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 117 660-ს.
შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი წლიურად 35.6%-ით, ხოლო 2019 წლის 6 თვესთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 771 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1 566 155 მგზავრს, 2019 წელს კი 1 870 080 მგზავრს მოემსახურა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი წლიურად 42%-ით გაიზარდა და აეროპორტმა მხოლოდ ივნისში 454 971 მგზავრი გაატარა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აქ 6 თვეში მგზავრთნაკადი 41.4%-ით გაიზარდა. TAV Georgia-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 334 437 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის 6 თვეში კი 236 444 მგზავრს. ბათუმის აეროპორტის დატვირთვა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებითაც 35%-ით გაიზარდა, იმ დროისთვის აეროპორტი წლის პირველ ნახევარში 247 580 მგზავრს მოემსახურა.
ივნისის მაჩვენებლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი წლიურად 43.8%-ით გაიზარდა. ივნისში ბათუმის აეროპორტი 99 448 მგზავრს მოემსახურა, მაშინ როდესაც 2023 წლის იანვარ-ივნისში 69,150 მგზავრი იყო.