მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვიდ თვეში თბილისის და ბათუმის აეროპორტები 2 305 876 მგზავრს მოემსახურნენ - გაიზარდა თუ არა მგზავრთნაკადი?

TAV Georgia

2023 წლის პირველი 7 თვის მონაცემები თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები 2 305 876 მგზავრს მოემსახურა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მონაცემებიდან ჩანს, რომ მგზავრთნაკადი როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია, პანდემიური 2019 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით კი შემცირებულია.

კონკრეტულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 30%-ით 1 969 629-მდე გაიზარდა, 2019 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით კი მგზავრთნაკადი 13%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იანვარ-ივლისში აეროპორტი 336 247 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით 7%-ია, 2019 წლის ამავე პერიოდის რიცხვებს კი 3%-ით ჩამორჩება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები