საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა. 9 თვეში აეროპორტები 4 541 502 მგზავრს მოემსახურნენ. წლიურად ზრდა 37%-ია, 2019 წელთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 9.6%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 278 007 მგზავრს მოემსახურნენ, ეს მაჩვენებელი 2019 წელს 4 139 955 იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მგზავრების 61% თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო, ჯამში 2 782 561 მგზავრი. მხოლოდ მესამე კვარტალში თბილისის აეროპორტს 1 195 065 მგზავრი სტუმრობდა, აქედან 586 133 ქვეყანაში შემოსვლა, 608 932 კი გასვლაა. 2022 წლის 9 თვეში აეროპორტი 2 172 312 მგზავრს მგზავრს მოემსახურა.
გასულ 9 თვეში 1 243 762 მგზავრი მიიღო ქუთაისის აეროპორტმა. მათ შორის 560 893 მგზავრი მესამე კვარტალში. 2022 წლის სამ კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იყო 608 270 მგზავრი.
შსს -ს მონაცემებით, სამ კვარტალში 515 179 ადამიანი მიიღო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა. ყველაზე მეტი მგზავრი 280 170 მგზავრი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ივლის - სექტემბრის პერიოდში სტუმრობდა.