მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საქართველოს აეროპორტები 3 220 599 მგზავრს მოემსახურა - მგზავრთნაკადი მზარდია

თბილისის აეროპორტი

2024 წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი წლიურად 30%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, იანვარ-ივნისში, აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა.

ამასთან, მგზავრების რაოდენობა პანდემიამდელი 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს 29%-ით აღემატება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 599 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 14%-.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილია 745 895 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 12%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 104%.

334 437 მგზავრს მოემსახურა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ზრდა 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 41%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებით კი 35%.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33% შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%.

რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას, 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 30%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით გაიზარდა. სულ, 6 თვეში 130 498 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

2024 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 553 744 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველ ხუთეულში ასევე შედიან შემდეგი ავიაკომპანიები:

  • Turkish Airlines (9%, 286 979 მგზავრი);
  • Pegasus (8%, 262 542 მგზავრი);
  • Georgian Airways (7%, 232 890 მგზავრი)
  • Azerbaijan Airlines (6%, 192 773 მგზავრი).

1-ელი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 54 ავიაკომპანია 105 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დადებითი დინამიკაა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. 2024 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11022.855 ტონა შეადგინა. 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ტვირთბრუნვა 23%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები