მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვა 30%-ით, მგზავრთნაკადი 2%-ით გაიზარდა|9 თვის სტატისტიკა

საჰაერო გადაზიდვები

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო ტვირთბრუნვის და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შესახებ უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა.

2026 წლის 9 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 33.6 ათასი ტონა, ზრდამ კი 30%, რაც სააგენტო თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი 9 თვის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საავიაციო სექტორში არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2%-ით მეტი, 6.6 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი 9 თვის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად 9 თვეში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 15.4 მლნ ტონა იყო, რაც 24%-იანი ზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები