სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, რაც მათ შორის არის გატარებული ცვლილებების შედეგი - საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად 9 თვეში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შეადგინა 15,4 მლნ ტონა, ზრდა არის 24%, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმითვე, უშუალოდ რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11 მილიონი ტონაა, ზრდა არის 13%.
„მთლიანობაში, რომ შევეხოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორს, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები. რაც მათ შორის, არის გატარებული ცვლილებების შედეგი. საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შეადგინა 15,4 მლნ ტონა. ზრდა არის 24%. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11 მილიონი ტონაა. ზრდა 13%-ს შეადგენს. საავტომობილო ტრანსპორტის სექტორში 11,8 მლნ ტონა, ზრდა არის 3%. საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა არის 33,6 ათასი ტონა. ზრდამ შეადგინა 30%. ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური ზრდა“, - განაცხადა კობახიძემ.
























