თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ოქტომბერში მგზავრთნაკადი გაიზარდა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 348 656 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 23%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, 5%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2023 წლის ოქტომბერში აეროპორტი 43 760 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 17%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 8%-ით ნაკლებია.