20.სექტემბერი .2021 23:45

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი სმარტფონი საქართველოში?

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი სმარტფონი საქართველოში?
views 1381
უკან

საქართველო ყოველწლიურად $150 მილიონზე მეტი ღირებულების სმარტფონებს ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 8 თვეში უკვე იმპორტირებულია $137.8 მილიონის ღირებულების მობილური ტელეფონები, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით მეტია. ამ მაჩვენებლით, მობილურების იმპორტი საქართველოს 10 უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მეექვსე ადგილს იკავებს.

ქვეყნების მიხედვით, სმარტფონების იმპორტის მთავარი ბაზარი არაბეთის გაერთიანებული საამიროებია (UAE), საიდანაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოში $40 მილიონის მობილური ტელეფონები შემოვიდა. თავად UAE მართალია ტელეფონებს არ აწარმოებს, მაგრამ ის სმარტფონების გლობალურ ვაჭრობაში აქტიურად არის ჩართული.

იმპორტში მეორე ადგილზეა ჰონკონგი, საიდანაც წელს $37.4 მილიონის ტელეფონები შემოვიდა, მესამე ადგილს კი $25.8 მილიონით რუსეთი იკავებს.

საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტი ქვეყნების მიხედვით:

1 არაბთა გაერთიანებული საამიროები - $40.0 მილიონი;
2 ჰონკონგი - $37.4 მილიონი;
3 რუსეთი - $25.8 მილიონი;
4 ჩეხეთი - $16.8 მილიონი;
5 ჩინეთი - $4.3 მილიონი;
6 უკრაინა - $3.0 მილიონი;
7 ნიდერლანდები - $2.7 მილიონი;
8 გერმანია - $1.3 მილიონი;
9 შვეიცარია - $1.0 მილიონი;
10 თურქეთი - $0.6 მილიონი.

ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველოში მობილური ტელეფონები ძირითადად შუამავალი ქვეყნების გავლით ხვდება.

ასევე, სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოში არსებული კომპანიები მობილურების იმპორტის გარდა მათი რეექსპორტითაც არიან დაკავებული, თუმცა რეექსპორტს შედარებით მცირე მასშტაბი აქვს - 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აზერბაიჯანში $11.6 მილიონის მობილურები გავიდა, უკრაინაში რეექსპორტმა $5.6 მილიონი  შეადგინა, სომხეთში კი რეექსპორტი $3.4 მილიონი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა