მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი თვითმფრინავი გადაიყვანს „აირზენას“ მგზავრებს ვენის მიმართულებით? - კომპანიის განმარტება

6134e34905ba4
დავით ჯალაღონია
05.09.21 19:29
1143
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან ვენის მიმართულებით რეისს ახორციელებდა, ტექნიკური ხარვეზის გამო, კვლავ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

როგორც Georgian Airways-ის დირექტორმა რომან ბოკერიამ „TV პირველთან“ საუბრისას განაცხადა, უახლოეს პერიოში კომპანია ბოინგს ტექნიკურად შეამოწმებს და ამის შემდეგ გადაწყდება, იგივე თვითმფრინავით მოხდება თუ არა მგზავრების ვენის მიმართულებით გადაყვანა.

„ჩვენ უზრუნველყოფთ ჩვენი მგზავრების უსაფრთხო ფრენას ვენაში. თვითმფრინავი შემოწმებას გაივლის და ამ თვითმფრინავით არა მგონია, მაგრამ სხვა თვითმფრინავით მოხდება გადაყვანა. ამის შესახებ მოგახსენებთ, როგორც კი აეროპორტში მივალ, გავესაუბრები ყველა ტექნიკოსს, ინჟინერს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში განვახორციელოთ ფრენა, თუ ეს იქნება 100%-ით უსაფრთხო ჩვენი მგზავრებისთვის.

ბოინგის შემოწმებას განვახორციელებთ და თუ საშუალებას მოგვცემს ექსპერტების დასკვნა, რომ აღნიშნული ხარვეზი აღმოვფხვრათ, ამ თვითმფრინავით განვახორციელებთ ფრენას, თუ არა - სხვა თვითმფრინავით უზრუნველყოფთ მგზავრების გამგზავრებას“, - განმარტა ბოკერიამ.