მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრუნვის მიხედვით რომელი კომპანიების ლიდერობენ ქართულ ავიაბაზარზე? - TOP-5 ავიაკომპანია

ავიაკომპანია
BM. GE
09.08.23 11:16
137

2023 წლის  I კვარტალის ბრუნვის მოცულობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიიდან 3 სამგზავრო და 2 სატვირთო ავიაკომპანიაა. ინფორმაციას ქართული ავიაბაზრის ლიდერი ავიაკომპანიების შესახებ გამოცემა Avianews-ი საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 


საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მარტის ბრუნვის მოცულობის მიხედვით, ქვეყნის საჰაერო სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის საქმიანობით დაკავებული ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება: შპს აირზენა, შპს ჯორჯიან ეარვეისი, შპს საქართველოს ავიახაზები,  შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ, შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი. (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ ფლობს საქართველოს ავიაბაზრის ლიდერ ავიაკომპანიებს:

შპს აირზენა: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თამაზ გაიაშვილი. კომპანიის გენერალური დირექტორი ნანა გოძიაშვილი.


შპს ჯორჯიან ეარვეისი: კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია შპს „ჯორჯიან ეარ სერვისი“, ხოლო 80%-ის მფლობელი დავით გაიაშვილია.  კომპანიის გენერალური დირექტორია თავად დავით გაიაშვილი, ხოლო გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე-პასუხისმგებელი დირექტორი რობერტ ოგანესიანი.

აღსანიშნია, რომ შპს ჯორჯიან ეარ სერვისის 90%-იანი წილის მფლობელი ეთერი გაიაშვილია, ხოლო 10%-ს სოფიო გვენცაძე ფლობს. კომპანიის დირექტორია დირექტორი – ლევან ფირცხალავა.

შპს საქართველოს ავიახაზები: კომპანიის 40%-ის მფლობელია ირაკლი მეზვრიშვილია, ხოლო 60%-ს თამაზ გაიაშვილი ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილია.

შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ: კომპანიის 100%-ს შპს ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო., ლტდ, ფლობს, ხოლო გენერალური დირექტორი რატი ბაკურაძეა. რაც შეეხება შპს ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო., ლტდ-ს, აღნიშნული კომპანიის 51%-ს რატი ბაკურაძე ფლობს, ხოლო 49%-ს ჩინეთის მოქალაქე ჭენგლიანგ ლიუ.

შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ზაური ქორთოშიძე, ხოლო პრეზიდენტი თორნიკე ქორთოშიძე, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ედისონ ფიფია, ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე, ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ხოჯელანი (საფრენოსნო დარგში)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები