რომელმა კომპანიებმა იყიდეს საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონება - უახლესი მონაცემები
დავით ჯალაღონია
15.01.20 10:15
• 2060
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საპრივატიზაციო ქონებიდან, დღევანელი მონაცემებით, 38 ობიექტია გაყიდული.
როგორც BM.GE-ის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამ ნუსხიდან 20 ინვესტორი იურიდიული პირია, 18 - ფიზიკური პირი. მათ სხვადასხვა მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შეიძინეს.
მათგან ხუთი უმსხვილესი ინვესტორების ჩამონათვალში არიან კომპანიები: "აშენდი ჯგუფი", "აიღვინისსახლი", რომელმაც ე.წ მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია შეიძინა; "ეიჩ გრუპი", "იფქლი დიღომი", ხუთეულს კი ერთ-ერთი ფიზიკური პირი ამთავრებს, რომელმაც 2 მილიონ 700 ათას ლარად თბილისში მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული ნაგებობები შეიძინა.
საერთო ჯამში, ამ ეტაპზე გასხვისებული სახელმწიფო ქონების ჯამური ღირებულება 47 მილიონ ლარს აღემატება.
კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებმაც სახელმწიფო ქონება შეიძინეს (ლარი):