მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის 10 თვეში ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 195 მილიონი ლარი შევიდა

ფული

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ცნობით, 2026 წლის 10 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 195 მილიონი ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის (200 მილიონი ლარის) 97%-ია. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, წლის დარჩენილ ორ თვეში, ნოემბერსა და დეკემბერში, პრივატიზაციის პროცესის გათვალისწინებით, ფაქტობრივი შესრულება რამდენიმე ათეული მილიონი ლარით მეტი იქნება, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვალისწინებული.

აღნიშნული ასახულია 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტში, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. მის მიხედვით, 2026 წლის პრივატიზაციის გეგმა 200 მილიონი ლარიდან 230 მილიონამდე იზრდება.

პრივატიზაციის გეგმის ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს 2006 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი სააუქციონო შეთავაზების - წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმის 49.2 მილიონ ლარად გაყიდვის - უშედეგოდ დასრულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები