მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომის პაპი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეებს აკრიტიკებს

5ff305fed1a51
ნათია თაქთაქიშვილი
04.01.21 18:50
982
რომის პაპი ფრანცისკე იმ პირებს აკრიტიკებს, ვინც სადღესასწაულო პერიოდში პანადემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არ დაიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის განცხადებით, საჭირო იყო, რომ მათ სხვების ტანჯვა უკეთესად გაეცნობიერებინათ.

„ისინი არ ფიქრობენ იმ მოქალაქეებზე, ვინც სახლში დარჩა; არც მრავალი ადამიანის ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებსაც მძიმე დარტყმა მიაყენა "ლოქდაუნებმა", ასევე, ავადმყოფ ადამიანებზე. ისინი ფიქრობენ მხოლოდ გართობაზე. ამან ძალიან დამამწუხრა. ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება 2021 წელს, მაგრამ რისი გაკეთებაც ყველას შეგვიძლია, არის ის, რომ ცოტა მეტად ვიზრუნოთ ერთმანეთზე. არ უნდა ავყვეთ ცდუნებებს და ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე“, – განაცხადა რომის პაპმა.

Reuters-ი წერს, რომ ქვეყნების უმეტესობამ, კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად, სადღესასწაულოდ მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 1.83 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.