უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რომში ჩავიდა, სადაც ის პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად რომის პაპ ფრანცისკესაც შეხვდება.
როგორც თავად ზელენსკი Twitter-ზე წერს, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის.
ზელენსკი უკვე შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონსა და პრეზიდენტ სერჯიო მატარელას, ამის შემდეგ კი უკვე ვატიკანში გაემგზავრება და ეს იქნება მისი პირველი შეხვდრა პაპთან მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.