მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - ზელენსკი

მერცი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის პირობებში არჩევნების ჩატარების იდეა მკვეთრად უარყო და განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების პარალელურად საარჩევნო პროცესის დაწყება ქვეყნისთვის „ცუნამი“ იქნება, რაც უკრაინას შიგნიდან დაშლის. ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებულ პირობებში, როდესაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის არანაირ პირობას არ ეთანხმება, კენჭისყრის ორგანიზება უდიდეს რისკთან არის დაკავშირებული. ზელენსკის თქმით, მისი მთავარი სტრატეგია ომის დასრულება და სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის შენარჩუნებაა.

როგორც ირკვევა, ომის დროს არჩევნების ჩატარების საკითხი დღის წესრიგში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა დააყენა. ფედოროვი, რომელიც ზელენსკიმ თანამდებობიდან ივლისში, შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან უთანხმოების გამო გადააყენა, აცხადებდა, რომ დემოკრატია რუსეთის მძევალი არ უნდა გახდეს. შექმნილ ვითარებაზე კომენტირებისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოფილი მინისტრი მცდარ გზას ადგას.

ცნობისთვის, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო ყველა ტიპის არჩევნები შეჩერებულია. ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთწლიანი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2024 წლის მაისში ამოეწურა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით, ის მოვალეობის შემსრულებლად საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე რჩება. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით, უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა ომის დასრულებამდე არჩევნების ჩატარებას მხარს არ უჭერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები